რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) "ხელისუფლება სულ ილიას ახსენებს,­ ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახსენებს და ეს ხალხი­ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ტყე-ტყე­ დაუწყებდა დევნას, საქმეების შეკერვას და კომპრომატების ძიებას. სასწრაფოდ დააორგანიზებდნენ ფეიკნიუსებითა და ბოტებით ამ ხალხის გაშავებას, ისევე, როგორც თავის დროზე ილიას აშავებდნენ", - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი და გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება.

„ძალიან მძიმე წელი იყო. თუ საზო­გადოებას შეუძლია რეფლექსია მოახდინოს, დასკვნების გამოტანის და უფრო გონიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნება. შეიძლება­ სკეპტიკურად ჩანდეს, მაგრამ ჯერჯერობით

ყველაზე მეტად ის გვიჭირს, გვქონდეს აქტიური მეხსიერება, გამოვიტანოთ დასკვნები, გვქონდეს რეფლექსია მიმდინარე მოვლენებთან, წარსულთან და ა.შ. ამიტომაც დავდივართ ერთ მანკიერ წრეზე. ქვეყნის განვითარება­ თამაშის წესებსა და დღის წესრიგშია. ჩვენ არა გვაქვს სწორი თამაშის წესები. იყო ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ხელისუფლებამ უარი თქვა.

პროპორციული არჩევნები იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, ყველას თავი დაგვეღწია ამ მანკიერი წრისგან და პოლ­იტიკურ ცხოვრებაში მიგვეღო მონაწილეობა. როცა ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, ესე იგი, ისევ იმ წრეზე სიარული გვინდა, სრული­ ძალაუფლება გვინდა, ამას კი ეს შედეგი აქვს - გაუცხოება, გახლეჩილობა, ბრძოლა, კონფლიქტები", - განაცხადა ამაღლობელმა „კვირის პალიტრასთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×