რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) ოჯახური ძალადობის მორიგი მსხვერპლი ქალი - სურამში 30-წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა.

"რეგიონული კვირის" ინფორმაციით, დაღუპულს მრავლობითი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×