რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს და პირიქით "გაზს უნდა დაადგას ფეხი".

"მე ვისურვებდი გიორგის დარჩენას პრემიერად და ვუსურვებდი, რომ ცოტა კიდევ გაზს დაადგას ფეხი იმიტომ, რომ გაცილებით გაბედული და მკვეთრი ნაბიჭებია ახლა საჭირო პრემიერის და მისი კაბინეტისგან", - განაცხადა მან ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა.

მისი მტკიცებით, გავრცელებული ხმები იმაზე, რომ გიორგი გახარია "წამსვლელი კაცია" და კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილი დაპირისპირებული არიან, ჭორებია. მისივე თქმით, "მსგავსი ჭორები" და ცილისწამება წინასაარჩევნოდ უფრო მეტი იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს მალე დატოვებს. გახარიამ ამ ინფორმაციის პასუხად, ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ ფინალურ სერიას დაელოდონ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×