რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3 000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×