რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან. ქვინსლენდის შტატის სანაპირო ზოლში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რასაც თან ერთვის ძლიერი ქარი.

წყალდიდობის გამო სტიქიის ზონაში ათობით საავტომობილო გზა დახურეს. დატბორილ დასახლებებში მოსახლეობა იძულებულია ნავებით გადაადგილდეს.

პარალელურად, მეზობელ შტატებში ამ დრომდე ებრძვიან ტყის მასშტაბურ ხანძარს, სადაც სტიქიამ ათასობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა. სტიქიის ზონაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება. ხანძარმა უკვე 29 ადამიანი შეიწირა. ავსტრალიაში ამ დრომდე ცეცხლის ათობით კერა მძვინვარებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×