რეზონანსი
18.01.2020

ჟურნალისტი დრეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

“კობა სუბელიანს კლავიატურა “დაუმტვრევია” გაუზიარებია “მთავარის” სიუჟეტი, რომლის “მთავარი გმირი” მე ვარ და “აუწევია” “გნიასი (“ნაპარნიცებთან” ერთად) – თურმე მე და ხორგუანი მის ნაკვალევზე დავდიოდით და როგორც თავად ბრძანებს, “გაგანია ომის დროს” გორში ჩასახლებული დევნილების პირობებს ვამოწმებდით.

კომპრომატია ქვას რომ გახეთქავს ისეთი… მონიტორინგი დანაშაულის მძიმე კატეგორიაში გადის, თურმე, სუბელიანურად. სუბელიანი ამბობს, რომლის მინისტრობის დროს დევნილებს დაუმალეს კუთვნილი დახმარება:

მაცივრები, საწოლები, ჭურჭელი, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ხალიჩები, ტელევიზორები, 2009 წელს შეძენილი გაზის ბალონები, რომელიც გაზითაა დატენილი, 300 ათასი ლარის ღირებულების შეშის ღუმელი და ა.შ. აგრეთვე, პროდუქტი – მაკარონი, მარილი, წიწიბურა. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც არალეგალურ საწყობში აღმოუჩინეს ნამინისტრალს…რატომ არ აგებინეს პასუხი? როგორ აკადრებდნენ…

რაც შეეხება “გაგანია ომის დროს”: ჯერ ერთი, კარვების ქალაქი სექტემბერში “გაშალეს” გორში და ყოველდღე ჩავდიოდით მე და ჟორიკა “ალიადან”. ვწერდით ინტერვიუებს დევნილებთან, რომლებმაც გამოარეს ომი, რომლებიც ბანკებმა დააჯარიმეს (მხოლოდ “ალიამ” წამოსწია ეს თემა). აღმოვაჩინეთ ხელისუფლებისაგან მიტოვებული არა ერთი ოჯახი – ღია ცის ქვეშ! კარვებში ვინც ცხოვრობდნენ, უმეტესობა ულუკმაპუროდ ჰყავდათ მიტოვებული.  

სოფიკო ხორგუანი ამ დროს იყო სახალხო დამცველის მოადგილე. როცა ჟორიკას ვერ მივყავდი გორში, მივყვებოდი სოფიკოს (ისიც ყოველდღე დადიოდა გორში). ერთხელაც, ერთ-ერთ კარავთან მდგომებს მოგვესმა ყვირილი, ვიღაცეები ჩხუბობდნენ. რა თქმა უნდა, მივედით ამ კარავთან. იქ დაგვხვდა სუბელიანი თანმხლებ პირებთან ერთად, რომელსაც დევნილები ეჩხუბებოდნენ – ამდენი ხანი აქა ვართ და ერთხელ არ მოსულხართ! და ასე შემდეგ… მე ჩავწერე როგორც დევნილები, ისე სუბელიანი, რომელმაც სოფიკოს უხეშად მიმართა (რბილად ვამბობ).

აღარ გავაგრძელებ… კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, გაგანია ომის დროს!

მე, დარეჯან მეფარიშვილი კი ამ დროს საქართველოში ვიყავი და როგორც შემეძლო ისე ვიბრძოდი ოკუპანტის წინააღმდეგ, ხოლო 2009 წლის იანვარში (19-ში) ახალგორში გადასული ოკუპანტმა დამაპატიმრა და რაკი ნაცების ჯიბის ჟურნალისტი არ ვიყავი, კობა სუბელიანს, კლავიატურის ამ მწვალებელს, ჩემს დასაცავად ხმა არ ამოუღია”- წერს დარეჯან მეფარიშვილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×