რეზონანსი
17.01.2020

წყალტუბოში, სასწრაფო დახმარებამ 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.

თალაკვაძის თქმით,გამოძახებიდან 5 წუთში, უკვე ადგილზე, ეკიპაჟი უგონო პაციენტს გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა.

"წარმატებული რეანიმაციული მანიპულაციის შედეგად, მამაკაცს გულისცემა აღუდგა და მან სუნთქვა დაიწყო. ასეთ დროს, განსაკუთრებულად გვეამაყება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის თითოეული წევრი. გვეამაყება თამარ გელენიძე, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა,"- ამბობს თალაკვაძე.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (18.01.2020)
გაიხარეთ! ა მ რ ა ვ ლ ო ს კარგი ამბების გამოქვეყნება და დადებითი ემოციების მომძლავრება ჩვენდა სასიკეთოდ!

ლლლ   (17.01.2020)
გელენიძეები კარგი ხალხი არიან!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×