რეზონანსი
17.01.2020

ერევანში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი, გეორგი კუტოიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 38 წლის კუტოიანის ცხედარი პირველად მეუღლემ ნახა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ დირექტორს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

გეორგი კუტოიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად 2016 წლის თებერვალში დაინიშნა.

მანამდე ის სამართლებრივ საკითხებში სომხეთის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა.

2018 წლის მაისში, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გეორგი კუტოიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×