რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 მასწავლებელი სამსახურიდან მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზეზით გაათავისუფლეს.

როგორც გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილებების მიღებამდე სპეციალური საბჭო ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებს სწავლობს.

"მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გათავისუფლდა სამი მასწავლებელი. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის საყვედური ან სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ მასწავლებელს. აქედან სამი ქალაქის სკოლაა, სამი კი სოფლის", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი რადიო „მოზაიკასთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×