რეზონანსი
17.01.2020

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა მოქალაქე დაკბინეს. შუახნის კაცი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობდა, რა დროსაც მას ერთდროულად რამდენიმე ძაღლი თავს დაესხა. მისი თქმით, ცხოველების მოგიერიებაში ტურისტები დაეხმარნენ, შემდეგ კი პოლიციის დახმარებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე კლინიკაში ძაღლების დაკბენით მოქალაქეების მიმართვიანობის შემთხვევებმა გაზრდილია.

"აჭარის ტელევიზიის" ცნობით, 25 დეკემბერს ბათუმის მერიამ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 6 იანვარს ისე დასრულდა, რომ მასში მონაწილეობა არავის მიუღია. შესაბამისად, იგი ვერ შედგა. მერია მზად იყო კომპანიისთვის, რომელიც შესაბამისი მომსახურებას გაწევდა 252 000 ლარი გადაეხადა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერი განმეორებით გამოაცხადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×