სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.12.2019

    სოციალურ ქსელში და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო სცადა, სოციალურ ქსელში ეხმიანება თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში იყო მაშინ, როცა იქ 15 წლის მოზარდი მიიყვანეს.

    „არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი და რას ემსახურება, მაგრამ კარგად ვიცი რა მოხდა იმ დღეს პოლიციაში. ეს ბავშვი იკითხებოდა დედის თვალწინ და აქ არ იყო იმის მტკიცება, რომ სკოლის კედელზე რაიმე წარწერა გააკეთა. არავის ზედმეტი არ უკადრებია, მოკრძალებით ჰკითხავდა ქალი გამომძიებელი. სხვისკენ ხელის გაშვერა მარტივია და საკუთარი დანაშაულის გადაბრალება. მე ვარ ცოცხალი თვითმხილველი ამ საქმის და შემსწრე, ყველა სიტყვა და მოქმედება ჩემს თვალწინ ხდებოდა", - წერს თიკო კეჟერაშვილი.

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი 12 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    წყარო: "პრაიმ ტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×