სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.12.2019

    (რეზონანსი) მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე, გარემოვაჭრე და ტაძრის წინამძღვარი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მამა სერაფიმე ჭედიამ გარემოვაჭრეს მოსთხოვა, რომ სავაჭრო დახლი აეღო.

    ინეზა შონია აცხადებს, რომ ორი თვეა მასზე წინამძღვარი ზეწოლას ახორციელებს.

    „დღეს ძალიან შეუძლოდ გავხდი. არსუკიძის ქუჩაზე არის ნებადართული გარევაჭრობა. მე ვდგევარ ამ ქუჩასთან ახლოს. ორი თვეა ზეწოლის ქვეშ ვარ და მამაოებისგან ძალადობის მსხვერპლი გავხდი. არანაირი შეხება არ მაქვს შესასვლელთან. მოძღვარი ამბობს, რომ ჩემი ტერიტორიააო, ეს ასე არ არის. მე გზასაც კი არ ვაფერხებ და ეს პოლიციამაც დააფიქსირა. ჩემს ირგვლივ ვინც არის ყველას ერჩიან. როდესაც მაგიდა დავდგი ერთ კვირაში აუღიათ და ჩაიტანეს, სადღაც. სანამ ჩემს შვილს არ ვთხოვე და არ ამომიტანა ერთი თვე იქ იყო. პოლიციას ვავალდებულები, რომ ამოეტანათ ეს მაგიდა, თუმცა ვერ შეძლეს. მოძღვარი კი არა ყაჩაღები არიან, სავაჭრო ცენტრები აქვთ სვეტიცხოველში იცით ეს თქვენ" - განაცხადა ინეზა შონიამ

    გარემოვაჭრე ამბობს, რომ დღეს დაპირისპირების გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა.

    „დღეს ვისხედით ჩვეულებრივად, გამოვიდა ეს მოძღვარი, გზასაც კი არ ვკეტავდით, რომც გადაგვეკეტა მოძღვარია ვინ ეკითხება?... გააჩერა მანქანა და გადმოგვძახა რა უსინდისო ქალები ხართო. ეს კი მხოლოდ იმიტომ გვითხრა, რომ იქ ვყიდით ნივთებს. ადრეც ყოფილა შემთხვევა, რომ შეურაცხყოფა მოუყენებია ჩემთვის. რა უზრდელი და უნამუსო ქალი ხარო, ვეღარ მოვითმინე და ლამის წავწვდი საყელოში... იმ წამსვე დავრეკე და გამოვიძახე პატრული. მცხეთის პოლიცია სულ ამბობს, რომ გარევაჭრობა აკრძალულია, არადა ეს მათი კომპეტენცია არ არის. თუ პრობლემაა გარემოვაჭრეობა ეს ქალაქის მერიამ უნდა გადაწყვიტოს და თუ ისინი მეტყვიან, რომ აკრძალულია ამას გავითვალისწინებ. სასწრაფოს გამოძახებაც დამჭირდა, საავადმოყოფში მთხოვდნენ გაყოლას, თუმცა არ გავყევი" - ამბობს ინეზა შონია

    მამა სერაფიმე სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×