რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

მსგავს ფორმატში ეს შეხვედრა რიგით მესამეა. წინა შეხვედრაზე პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა, რომ მომდევნო შეხვედრებზე მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ წინადადებას დეტალურად გაივლიან.

შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით იმართება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×