რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

„ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. ჩვენ გვინდა, რომ იქ, საზღვართან გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ ადამიანისადმი, რომელიც ტყვეობაშია და, შესაძლოა, არც იცის თუ აქ რა ხდება. გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც სოფელ ოძისში გაემგზავრებიან და მდუმარე აქციას გამართავენ.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×