რეზონანსი
15.12.2019

(რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ეძებენ.

მამაკაცი უკვე ორი დღეა დაკარგულია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 12 დეკემბერს ღამით გავიდა და აღარავის უნახავს.

სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტრო ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×