სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.12.2019

    ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ბახტაძე ამბობს, რომ გუშინ რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილი შეუვარდა.

    „გუშინ, დღის ორი საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია. რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა. აღმოჩნდა, რომ თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები… კლინიკის ჰოლში იგი აგრესიულად იქცეოდა და მოკვლით მემუქრებოდა. როცა დამინახა, დანა ამოიღო და მოიწევდა ჩემკენ. საბოლოოდ, დაცვის თანამშრომლებმა ხელების შებოჭვით გაიყვანეს გარეთ…

    მანამდე ეს მამაკაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მამამისის საფლავზე უნდა მოვიხადო ბოდიში. ვუთხარი, რომ მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ მისმენდა,“ – ამბობს ზვიად ბახტაძე.

    ექიმის თქმით, პაციენტი ნოემბერში შეიყვანეს „მედცენტრში“ მწვავე ინფარქტით და მას მიმღებ განყოფილებაში გული გაუჩერდა. „ჰქონდა ასევე ფილტვის და შარდის ბუშტის კიბო, იტარებდა ქიმიოთერაპიას. მკურნალობის დროს ექსცესი არ ყოფილა,“ – აცხადებს ექიმი.

    ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, კლინიკაში ექიმები და დაცვის თანამშრომლები უკვე გამოკითხეს, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×