რეზონანსი
13.12.2019

  საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს.

"ჩვენ, მთელ ოჯახი, კოლეგები და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა. საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. როგორც ვხედავთ, ყველაფერმა მოგვცა ნული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი", - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ კვირას, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება იგეგმება, ამის შემდგომ კი საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართება.

"თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ალფავიტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ქვეყანა ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ, დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება", - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×