სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.12.2019

    (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

    იგი კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეორს ძალისხმევა.

    „მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

    კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!",- წერს სალომე ზურაბიშვილი.

    ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ე.წ სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ გაიმართა.

    15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×