რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) საქართველოში 13-15 დეკემბერს შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×