რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" წევრი ლელა ქებურია ამბობს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებში მხოლოდ და მხოლოდ მისი გადაადგილება ჩანს.

„ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული დაამტკიცოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კადრები, სადაც მე გადავადგილდები. არცერთხელ არ უარმიყვია, რომ მე პარლამენტში ვიყავი. დეპუტატების პარლამენტში გადაადგილება ჯერჯერობით დასჯადი არ არის",- განაცხადა ქებურიამ „ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაუდგენელმა დეპუტატებმა დაუდგენელი ნივთიერება დაასხეს, გავრცელდა კადრები, როგორ გადაადგილდებიან სხდომათა დარბაზში ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია.

„ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

სხდომათა დარბაზში დაქცეული ნივთიერების გამო რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×