რეზონანსი
12.12.2019

 რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ უთხრა, რომ აფერხებდა მოძრაობას. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

გარკვეული დაძაბულობის შემდეგ სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მასთან ერთად დააკავეს გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე.

სამართალდამცავები გიორგი ვაშაძესა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×