სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.12.2019

    საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის დეტალები თანდათან  ცნობილი ხდება.

    დავით გარეჯის კომპლექსში მყოფი მამა ზაზა ტატუნაშვილის ინფორმაციით, სოფელ იორმუღალოსთან, დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში, პირადი კონფლიქტი მოხდა საქართველოს მოქალაქე მწყემსსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეს შორის, რის შემდეგაც მესაზღვრემ მწყემს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

    დაჭრილი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებობს მომხდარის კიდევ ერთი ვერსია, რომ მესაზღვრეებმა ძაღლს ესროლეს და მწყემსი შემთხვევით დაიჭრა.

    "აზერბაიჯანელი ეროვნების, საქართველოს მოქალაქე მწყემსი მართლაც დაუჭრია აზერბაიჯანელს," - აღნიშნა "კურიერთან" დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე მღვდელმსახურმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×