სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

      „დიახ, ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ადამიანები არიან" - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

    „როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარია, არავის არასდროს არ ეგონოს, რომ ის პოლიტპატიმარი პირდაპირი მუხლითაა: „მოდი დავიჭიროთ ვიღაცა და ის იყოს პოლიტპატიმარი." ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა ლეგიტიმური მუხლი, რაღაცა მუხლის მიხედვით, რაღაცას მიგიყენებენ. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ამ ადამიანებს მიუყენეს მუხლები, რითაც ისინი დააპატიმრეს და აქ ნათლად ჩანს, პოლიტიკური მოტივაცია. შესაბამისად, ამ პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანები გვყავს საქართველოში. გინდათ რურუას მიმართ, გინდათ ოქრუაშვილის მიმართ, გინდათ მელიას მიმართ მოტივაცია არის პოლიტიკური.

    ჩვენ ხომ მოვისმინეთ პარტიის ლიდერის განცხადება, რომ ეს სია გაიზრდება. ამ სიის გაზრდას რა შეუშლის ხელს? ან მათი ცოდნა, გამოცდილება ან მომავლის შიში შეუშლის ხელს? აქ ხომ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც რეალობასთან კავშირში არ არიან. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ მათ ამერიკის კონგრესში სურთ ამხილონ, რომ NDI „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფია, ასეთი პოლიტიკური გამჭრიახობის ადამიანებისგან უნდა ველოდეთ, რომ შეიძლება რამე არ გააკეთონ. ვინმე არ დააპატიმრონ? ეჭვი მეპარება," - განაცხადა მარგველაშვილმა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Giorgi   (11.12.2019)
    Ra. Bozi. Yopilxar. Margvel rurua. Exla. Knavis. Politikuri varo. Sheni. Da. Magis bozi. Dedas. Sheveci. Toradzeebi. Gaixsene she. Sulit bozo


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×