სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

      აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯთან საზღვარზე ცეცხლი გახსნეს - დაჭრილია საქართველოს მოქალაქე, მწყემსი, რომელსაც მესაზღვრეებმა 3 ტყვია ესროლეს.

    "მთავარის" ინფორმაციით, დაჭრილი თავად მესაზღვრეებმა განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ მკურნალობას გადის. არსებობს ვერსია, რომ მესაზღვრეებმა ძაღლს ესროლეს და მწყემსი შემთხვევით დაიჭრა.

    ფოტოგრაფი გოგიტა ბუხაიძე, რომელიც დავით გარეჯში იყო ჩასული მეგობრებთან ერთად ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მათ ლავრაში მამაოებმა უთხრეს.

    "შემთხვევით ვიყავით ჩამოსულები და ლავრაში ჩემს მეგობრებს უთხრეს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა. არც უარყვიათ, რომ ეს მოხდა" - ამბობს მთავართან ბუხაიძე.

    ლავრის მამაოები "მთავართან" ადასტურებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობენ.

    "ჩვენც ასე გავიგეთ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ესროლეს ქართველ მწყემსსო. იმათ ტერიტორიაზე არ არის გადასული. შესაძლოა იქ ახლოში იმყოფებოდა, ყოველ შემთხვევაში გადასვლა არ გამიგია" - აცხადებს ლავრის მამაო. იგივე ინფორმაციას ფლობს არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც ამბობს, რომ მანაც გაიგო, რომ მესაზღვრეებმა მწყემსი დაჭრეს.

    შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა და დაზუსტებული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×