სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    (რეზონანსი) "ტვ პირველის" ეთერში სოსო რობაქიძე რუსტაველზე მიმდინარე აქციის შესახებ საუბრობს:

    "რუსთაველზე დგანან და ცალ თვალზე აქვთ ხელი აფარებული და ჩვენ გვაქვს ორივე თვალზე ხელი აფარებული. როცა სისხლზე საუბრობენ, რატომ ერთხელაც არ დაგვიძახეს ჩვენნაირ ხალხს? თქვენს ეთერში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და როცა ამ სისხლზე საუბრობდით, მაშინაც არ ვყოფილვარ!

    ჩემს შვილს რეზინის ტყვია არ მოხვედრია რა, თორემ, სახლში მეყოლებოდა ცალთვალა და ბედნიერი ვიქნებოდი. რეზინის ტყვიებს ადარებთ ნამდვილი ტყვიები. ჩემი შვილი რეზინის ტყვიით არ მომკვდარა, ხელაწეული მოდიოდა და ისე ესროლეს და დაჩეხილი მომიყვანეს სახლში.

    720 კაცი ციხეშია მოკლული, სადა ხართ, ვის მხარესა ხართ, ხალხნო... ხელი გაუხმეს იმას, ვინც იმ გოგოს თვალი გამოთხარა, ძალადობის წინააღმდეგი ვარ ყოველთვის, რაზეა ლაპარაკი, დასჯილი კი არ უნდა იყოს, ვინც ესროლა, გადასჯილი უნდა იყოს მაგრამ იმას ეშველება, ჩემს შვილს ეშველება? ნეტა სადმე სუნთქვადეს... ჩემი შვილი "კალიასკაში" იჯდეს, ორივე თვალი დათხრილი ჰქონდეს და სადმე სუნთქავდეს, ნეტა.

    ყველაფერი არის შედარება, შვილს, ყველა დაიფაროს, რომ დაუჭრის ვიღაცა და გადარჩა - ბედნიერია ის კაცი. ჩვენი შვილები ვერ გადარჩნენ, იმიტომ რომ ესროლეს თავში და გულში, ნაღდი ტყვიები - ღმერთი და სიმართლეა ჩვენს მხარეს, შედარებებს ვერ მომიყვანთ აქ", - ამბობს რობაქიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×