სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    (რეზონანსი) ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    "2003 წლის იანვარში შევარდნაძის ხელისუფლებამ მოაწყო ჩხრეკა ორთაჭალის ციხეში და პატიმრების საკნებიდან ამოიღო: ავტომატები, ხელყუმბარები და ყუმბარმტყორცნიც კი. პატიმრებს ჰქონდათ ეს ყველაფერი

    2003 წლის 10 სექტემბერს, ღამით, რუსთავის მკაცრი

    რეჟიმის კოლონიიდან ერთბაშად გაქცა 129 პატიმარი.

    გაქცეული პატიმრების ნაწილი კოლინიაში ახლობლებმა მიიყვანეს, ნაწილი საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების მოსამსახურეებმა დააკავეს, ნაწილიც - მილიციის რეიდებისას დააპატიმრეს. ეს ზუსტად ასე იყო.

    შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო ეტაპზე საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში ყოველი მეშვიდე ტუპერკულოზით იყო დაავადებული. ერთი პატიმრის კვებაზე საქართველოს ბიუჯეტიდან დღეში იხარჯებოდა 40 თეთრი, ხოლო სამედიცინო მომსახურებაზე 25 თეთრი. ესეც ზუსტი მონაცემებია.

    ასეთი სისტემა ჩაიბარა სააკაშვილის ხელისუფლებამ წინამორბედისგან. ეს იყო "კანონიერი ქურდების" ციხე - ყველა უბედურებით, სრული განუკითხაობით, ე.წ. მაყურებლებით, ნარკოტიკების ბრუნვით.

    ივანიშვილის ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩაიბარა არასრულად რეფორმირებული ციხე "კანონიერი ქურდების" და "მაყურებლების" გარეშე, ქრთამის და ნარკოტიკების ბრუნვის გარეშე, თუმცა - ციხეების ადმინისტრაციებში მაინც შემორჩენილი საბჭოური მიდგომებით და დანაშაულებით როგორიცაა: ცემა, არასათანადო მოპყრობა, დამცირება, ციხეებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ყოფნა. წამების და გაუპატიურების ცალკეული ფაქტებიც იყო, რაც წინა ხელისუფლების მძიმე პასუხისმგებლობაა, თუმცა არ იყო საფუძველი გველაპარაკა სისტემურ წამებაზე. და 9 წლის ბოლოსკენ ციხეში მძიმე პრობლემები რომ შემოგვრჩა, არ ნიშნას, რომ ბევრი არ გაკეთებულა. თავის დროზე ამ ქვეყანაში ერთი-ორი გიჟი თუ იოცნებებდა ციხეში "კანონიერი ქურდებისა" და "მაყურებლების" არაფორმალური გავლენების აღკვეთაზე. ეს წარმოუდგენლად გვეგონა და აჰა, "სამართლიანობა აღდგა". ივანიშვილის ხელისუფლებამ ციხე დაუბრუნა "კნონიერ ქურდებს" და "მაყურებლებს". როგორც სახალხო დამცევლი ლომჯარია აცხადებს - "მაყურებლების" ზედამხედველობას პატიმრებზე და შიდა სიტუაციაზე ციხეებში სისტემური ხასიათი აქვს და სისტემურ პრობლემაზე მეტყველებს."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×