რეზონანსი
10.12.2019

"პოლიტიკური კრიზისი მოდის და მიდის და ბუნება ჩვენი შვილების მომავალია", - ასე შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ "ველური ბუნებისთვის" მიცემული ინტერვიუ.

„მეგობრებო, ბუნებაზე უნდა ვისაუბროთ ყოველთვის. პოლიტიკური კრიზისი მოდის და მიდის და ბუნება არის ჩვენი შვილების მომავალი. რა თქმა უნდა, ხეები გადაარჩინა; უნიკალურ პარკს აკეთებს და ბევრი ხე ზოგადად არის მოუვლელი. ამ შემთხვევაში კეთდება ძალიან კარგი რამ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×