რეზონანსი
10.12.2019

სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, არის უსამართლო, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც ქვეყანაში მიიღება არ დგას მოსახლეობის ნახევარზე მეტი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდებაზე ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო საკითხს, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა და რომელმაც ერთი მხრივ, გადაფარა ქვეყანაში ყველა სხვა საკითხი, მეორე მხრივ, იწვევს საკმაოდ მძიმე და მწვავე პროცესებს ქვეყანაში. ყველა ვხვდებით, ეს შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ამ პარლამენტის მიერ არმიღებულ გადაწყვეტილებას და დარღვეულ პირობას. დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები, რომ შეიძლებოდა კენჭისყრა ჩავარდნილიყო და ეს ცვლილება არ ყოფილიყო მიღებული, კოლეგებო, ჩვენ გეუბნებოდით რამდენიმე რამეს, ერთი - ვამბობდით, რომ ეს ჩაგდება გამოიწვევდა ძლივს კალაპოტში ჩაყენებული პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასროლას, გამოიწვევდა ქვეყანაში პროცესების უკიდურესად გამწვავებას და ეს ასეც მოხდა. ასევე გეუბნებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევდა საქართველოს მმართველი გუნდისა და ხელისუფლების მიმართ ნდობის სრულ განადგურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა და ნდობა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×