რეზონანსი
10.12.2019

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ქართველი პატიმარი, ერთ-ერთი გარეუბნის „ფოქსის" ციხეში გარდაიცვალა. 31 წლის ნიკა ქირია წუხელ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ქირიას დედამ ფატიმა ლაგვილავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ოჯახს წუხელ ღამის სამ საათზე დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

„საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა, რომ ოჯახი ერჩინა. ხუთი თვეა რაც ციხეშია, მალე გამოდიოდა ციხიდან. სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თავი ჩამოუხრჩვია. სხვა დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ დახმარებას, რათა ცხედრის ჩამოსვენებაში ხელისუფლება დაგვეხმაროს და მიცვალებულის დატირების საშუალება გვქონდეს", - ამბობს იგი.

გარდაცვლილი,ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×