სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდს სადაც სახალხო დამცველი საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კანონიერი ქურდების მმართველობაზე.

    "2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT).

    სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს, განხორციელებული შეწყალებების საკითხს. შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. 2019 წლის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა 3 ფაქტის შესახებ, როდესაც მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებულ იქნა შეწყალება და აღნიშნულმა პირებმა, სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეწყალების უფლებამოსილების ამგვარმა გამოყენებამ დაარღვია სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი." - ნათქვამია ანგარიშში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×