სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროს ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ამის შესახებ მან პარიზში, სამიტის დროს განაცხადა.

    „ეს ადამიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში სეპარატისტები მხარეს...იმყოფებოდა ძებნაში და იყო ბოევიკი. ამასთან ძალიან სასტიკი და სისხლიანი ადამიანი. ერთ-ერთი „აქციის" შემდეგ, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, 98 ადამიანი დაიღუპა. ის მოსკოვის მეტროს აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო", - განაცხადა პუტინმა.

    მისი თქმით, რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანიას, რათა „ეს ბანდიტი" მათთვის გადაეცათ, მაგრამ ბერლინმა ეს არ შეასრულა.

    რაც შეეხება ხანგოშვილის მკვლელობას, პუტინი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

    40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში, იყო ქვედანაყოფის მეთაური. ის ჩეჩნეთის „იჩქერიის" - თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან, დაახლოებული პირი იყო.

    შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×