რეზონანსი
10.12.2019

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, გზაჯვარედინიდან გამომავალი „ნისანის" მარკის ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრავ „მერსედესს" დაეჯახა, რის შედეგადაც „მერსედესი" დატრიალდა და სამ ავტომობილი დააზიანა.

„საშინელი ხმა იყო, დიდი ავარიაა, ხუთი მანქანა დაიმტვრა. შოკშია ყველა", - ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×