სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.12.2019

    7 დეკემბერს - გარდაცვალების დღეს, რეჟისორი ზაზა ურუშაძე ძალიან კარგ ხასიათზე ყოფილა. როგორც მისი მეგობრის შვილი. ლიკუნა რევიშვილი, რომელიც ზაზას მეგობრის, გიორგი რევიშვილის ქალიშვილია, ამბობს, რომ ზაზას ბევრი შურიანი ადამიანი ჰყავდა.

    ლიკუნა ზაზამ კინოაკადემიაში სამუშაოდ 2018 წელს მიიყვანა და კინოპროექტების მენეჯერის სტატუსთან ერთად თანაშემწის ფუნქცია შეუთავსა. 

    "მამაც და ზაზაც გამორჩეულად გულწრფელი და პირდაპირი ადამიანები იყვნენ. მათ სამეგობროში ირიცხებოდნენ - ზუკა თუთბერიძე (ლევანის ძმა) და ვასიკო კობახიძე, მოგვიანებით მამა ვასილი. სამეგობროში ჰყავდათ იუდა ისკარიოტელი, რაც გვიან გავიგეთ. ამ კინოდოკუმენტალისტმა, ცოტა ხნის წინ აჩვენა მისი რეალური სახე, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, ჯერ ზაზას მინდა პატივი ვცე და მის დაკრძალვამდე ბევრს ვერაფერს მოგვიყვებით. ეს იუდა დათო ცინცაძეა. ეს არის ნამდვილი მოღალატე, დეტალებზე მოგვიანებით.

    ზაზას მადლობა, რომ მაჩვენა სწორი და ღირსეული და უღირსი ადამიანები. სკამზე მებრძოლები, ღვარძლიანები. ამერიკიდან, "ოსკარის" და "გლობუსის“ კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალებიდან ახალი ჩამოსული იყო კინოაკადემიის პრეზიდენტად დაჯდომა რომ სთხოვეს. გეხვეწები, გვერდში დაგვიდექიო.  ბოლოს ასე დაუფასეს.

    კინოაკადემიის მოვლენებთან დაკავშირებით გაირკვა, რომ თურმე ბევრი შურიანი გარემოცვა ჰყავდა ზაზას. წარმოიდგინეთ, ზაზას ოთახის ხალიჩებიც კი შურდათ. და ასეთ ღვარძლიან ადამიანებს შორის ზაზას ბავშვობის მეგობარი დათოც აღმოჩნდა. ყველა თურმე ზაზას სკამისთვის იბრძოდა, ამ დროს მას თვითონ ეზიზღებოდა ამ სკამზე დაჯდომა. გადიოდა კაბინეტიდან და დიდ ოთახში ჩვენთან ერთად იყო. ზაზა უნდა გცოდნოდათ, რომ მიმხვდარიყავით, რამდენად არ აინტერესებდა კაბინეტი, სკამი, ქონება და ოქრო. მხოლოდ კინო იყო მისი ინტერესის საგანი.

    ბუბა ხოტივარი, რომელიც ახლა კინოაკადემიის პრეზიდენტის ადგილს იკავებს, ზაზას მეგობრის - ზუკა თუთბერიძის ბიძაა. რა გზებით დაიკავა ეს ადგილი და ვინ ლობირებდა, ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ბუბამ დაიკავა თუ არა თანამდებობა, აკადემიიდან განცხადების საფუძველზე გამათავისუფლა და ამით თითქოს ზაზას დაარტყეს.

    რაც შეეხება ზაზას გულის ჩივილებს, ერთ-ერთი გამგეობის სხდომაზე, ივნისში, გულის შეტევის მსგავსი რამ დაემართა. შეუძლოდ იყო, მაგრამ მაშინ გამოძვრა-მეთქი, პოსტშიც ვწერ. 

    მერე ზაზას ვეუბნებოდი, მოდი, ბოლომდე ვიბრძოლოთ-მეთქი. მე თუ არ წამოვალ აკადემიიდან, ამ სიბინძურეს თუ არ გამოვეცლები, ჩემი გული ვერ გაუძლებს და გამისკდებაო, ამბობდა", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ლიკუნა რევიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×