რეზონანსი
09.12.2019

(რეზონანსი) აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ექს კანდიდატი არტურ ანქვაბი 2 თვით დააპატიმრეს. რუსული მედიის ცნობით ის ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში 24 ნოემბერს ადგილობრივი ფირმის "დანონის" დირექტორი გაიტაცეს. გრიგორიანი 1 დეკემბერს გაათავისუფლეს. ამ საქმეზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

არტურ ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×