სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    მუსიკოსი „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას – „პასუხისმგებლიანი თამაში“ – დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ასეთი ტრენდის შექმნას ბიზნესის ამ სექტორში ბევრმა კომპანიამ უნდა დაუჭიროს მხარი.

    „კარგია რეკლამების შემცირება, თუმცა საინტერესოა რა შედეგს დადებს ეს,  უნდა დახურონ ონლაინ კაზიონოები და გადაიტანონ ქალაგარეთ და ყველა რეკლამა უნდა ჩამოხსხნან და ნაკლები პოპულარიზაცია მოხდეს, რაც ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. აი, მაშინ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში“, - განაცხადა ოთო ნემსაძემ pia.ge-სთან საუბრისას.

    მუსიკოსი ამბობს, რომ  კარგია რეკლამების შემცირება, თუმცა ამ კონკრეტულ შეთხვევში შესაძლოა, „ევროპაბეთის“  მომხმარებლის სიმცირესთან ჰქონდეთ საქმე.

    შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანია გააცნო საზოგადოებას– „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×