სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

     პანკისში უხუცესთა საბჭოს ახალი წევრები ეყოლება. გადაწყვეტილება სოფელ ჯოყოლოს მეჩეთთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ უხუცესთა საბჭოს წევრები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ და უახლოეს მომავალში ყველა გვარიდან ერთ ახალ წევრს აირჩევენ.

    პანკისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი სერიოჟა მუზიკაშვილი აღნიშნავს, რომ მოქმედი უხუცესთა საბჭო ხალხის მიერ არჩეული არ არის.

    "ხოცვა წავიდა უკვე, სიმართლის მთქმელს აქ კლავენ და რაც იყო, ის უხუცესთა საბჭო არ იყო ჩვენი არჩეული, ეგენი არიან თვითნებურად დამდგარი საბჭოს წევრები," - აღნიშნა სერიოჟა მუზიკაშვილმა.

    ემზარ ტოხოსაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უხუცესთა კავშირს უნდობლობას უცხადებს.

    "უხუცესთა კავშირს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ. მათ თვითნებურად აირჩიეს ეს წევრები და მოსახლეობის მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვთ," - განაცხადა ემზარ ტოხოსაშვილმა.

    რუსთავი2

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    წესიერი მოქალაქე!   (10.12.2019)
    რა დროს უხუცესთა საბჭოებია! დაიჭირეთ ეს ტვინ გაყინულები!!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×