სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    „ჩემი აღსაყდრების დღიდან პოლარიზაციასთან ბრძოლას ვცდილობ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ, რისთვისაც ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება.

    „უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ საზოგადოების პოლარიზაცია. ვერც ერთი პოლარიზებული და გაყოფილი საზოგადოება ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია!", - თქვა პრეზიდენტმა.

    ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას სთხოვა, რომ შეუერთდეს საქართველოს მიმართავს, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

    თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. ასამბლეის სადისკუსიო თემაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (09.12.2019)
    ამ ქალს შიგა აქვს, აღსაყდრების დღიდან, რა, პატრიარქია?


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×