სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    ორგანიზაცია „თინ ჩელენჯ საქარველო" ნარკომანიას, ლუდომანიას და ალკოჰოლიზმს განიხილავს, როგორც ავადმყოფობას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სულიერად და სოციალურად ანადგურებს.

    არსენ ფადიურაშვილი ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მისი ისტორია საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ამბობს, რომ ცხოვრების რვა წელი მეხსიერებიდან ამოშლილი აქვს.

    „დავკარგე მეგობრები, ოჯახის წევრები, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა... მოვიარე ყველა საავადმყოფო, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმებმა დედაჩემს უთხრეს, ჯობს, სახლში მოკვდესო! სიკვდილის პირას მყოფს იმედი გადამეწურა, შეშინებული და იმედგაცრუებული კვლავ ვაგრძელებდი ნარკოტიკის მოხმარებას. ამ ცენტრის შესახებ შემთხვევით გავიგე და 2013 წელს მოვედი. პირველი ერთი თვე ძლიერი ინტოქსიკაცია მტანჯავდა, გაქცევაზე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ შევძელი - მაინც დავამარცხე ნარკოტიკი და ჩემს თავზე გავიმარჯვე. დღეს მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ. კვლავ შევიძინე მეგობრები, დავუბრუნდი ოჯახს და ვცდილობ, ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით", - ყვება არსენ ფადიურაშვილი, რომლის ისტორიას „კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×