სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    პარიზის შემოგარენში, საყოველთაო გაფიცვის გამო, საცობების სიგრძე რეკორდულ მასშტაბებს აღწევს. დედაქალაქის მისადგომებთან ავტომობილების მძღოლებს დღეს დილის 8:53 სთ-დან 631 კილომეტრის სიგრძის საცობში უწევთ დგომა.

    წინასაახალწლოდ საფრანგეთი ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. მოსახლეობა მთავრობის მოსალოდნელ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

    სარკინიგზო და ავტობუსების კომპანიების ხელმძღვანელებმა მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს.

    ბოლო რეკორდული მასშტაბის საცობი საფრანგეთში გასულ წელს, ოქტომბერში დაფიქსირდა. მძღოლები 629 კილომეტრის სიგრძის საცობში საათების განმავლობაში იდგნენ.

    საცობის აბსოლუტური, 739 კილომეტრიანი რეკორდი ილ-დე-ფრანსში 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ მოძრაობის შეფერხება დიდთოვლობამ გამოიწვია.

    5 თებერვალს, საყოველთაო გაფიცვის შესახებ პროფკავშირების მოწოდების შემდეგ, აქციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 80000 ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციის მორიგი ტალღა საფრანგეთში 10 დეკემბერს იგეგმება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×