სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" წარმომადგენლები სასტუმრო „ბილტმორთან", სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციას მართავენ.

    ღნისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოძრაობის წევრები სასტუმროსთან პლაკატებითა და სიმბოლურად საარჩევნო ყუთით არიან მისულები. ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ.

    აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

    ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×