სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    „ავიამიმოსვლა შეწყდა და ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ეს მოყვა ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს",- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსულ ტელეკომპანია Вместе-РФ-თან საუბარში განაცხადა.

    „მოხარული ვიყავი, როდესაც ვლადიმერ პუტინმა არ გაითვალისწინა დუმის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან კარგი, ბრძნული გადაწყვეტილება და არა - ემოციური. ავიამიმოსვლა შეწყდა და ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ეს მოყვა ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს, რომელიც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებდა მაშინ, როდესაც რუსეთი ნამდვილად არაფერ შუაში იყო. ვგულისხმობ გავრილოვის სამწუხარო ინციდენტს. ამიტომ, რუსეთმა პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა",- განაცხადა ბურჯანაძემ.

    წყარო: "პრაიმ ტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    წესიერი მოქალაქე!   (09.12.2019)
    და შენ ხარ ადეკვატური?? შენ ხარ ჩვეულებრივი გამყიდველი ფულის ხამი ადამიანი!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×