სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    გლდანში, 39-ე სკოლასთან, მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

    არსებული ინფორმაციით, დაზარალებული მეორე კლასის მოსწავლეა და მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

    თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სკოლაა განთავსებული, მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა. მათი თქმით, გლდანში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობის ინტენსიურობამ ამ მონაკვეთზე გადაინაცვლა და საგზაო შემთხვევებიც გახშირდა.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განანაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი იყო მივლენილი.

    წყარო: "ედუ არის.ჯი"

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×