სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

    მოსამართლეების უდიდესი ნაწილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სამარცხვინოები იყვნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

    როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თუ პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატების ჯენჭისყრას დააპირებს, მოჰყვება მწვავე პროტესტი.

    „მოსამართლეების უდიდესი ნაწილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სამარცხვინოები იყვნენ, კორუფციის ნიშნებით, სრული არაკომპეტენტურობით და ხელისუფლების მონური მორჩილებით. მოსამართლეების კენჭისყრას და ამ უტიფრობას თუ დააპირებენ, ამას მოჰყვება მწვავე პროტესტი და პიკეტირება აუცილებლად. ამით კიდევ უფრო დაამძიმებენ მათ პოლიტიკურ ბედს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 09:30 საათზე არის ჩანიშნული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×