სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

    ავლაბარში ბადიაურის 25 ნომერში მცხოვრები 11 ოჯახი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტმა რეაბილიტაციის დროს ფასადი დაუზიანა და ხალხი ავარიულ შენობაში დატოვა.

    მათი განცხადებით, ბოლო 5 თვეა სამუშაოს გაგრძელებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. რაიონის გამგებლის განცხადებით, ამ შენობის აღდგენა ამხანაგობის პროგრამით ხორციელდებოდა, რომლის საფუძველზეც გამგეობა მხოლოდ თანხას იხდის. რეაბილიტაციის პროექტირება და სამშენებლო კომპანიის მოძიება კი კერძო მესაკუთრეების ვალდებულებაა.

    ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ გამაგრებითი სამუშაოები უხარისხოდ გაკეთდა და პირველივე დღეს ჩამოიშალა კედლები.

    "შარშან ძლივს მოაბეს თავი, რომ გაემაგრებინათ. აბსოლუტურად ყველა საბუთი წესრიგში იყო, ჩაიბარეს და გამოაცხადეს ტენდერი, დაიქირავეს სამშენებლო კომპანია, მოვიდნენ, პირველ დღეს რაღაც ფიცრები გამოიტანე და მეორე დღეს დაიწყეს რეალურად გამაგრებითი სამუშაოები. და პირველივე საღამოს ჩამოინგრა, ჩამოინგრა ისე, რომ ჩემი ოჯახის 5 წევრი, მცირეწლოვანი შვილები და იყვნენ ამ სახლში და კალათებით გამოიყვანეს. მეხუთე თვე გახდება 12 დეკემბერს,"- განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×