სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

      მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის ნიშნები , რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე განუცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

    არჩილ თალაკვაძის თქმით, ფორმატი, რომელის მიხედვითაც დღეს შეხვედრა მიმდინარეობს ოპტიმალურია.

    „ეს შეხვედრა არის იმისთვის, რომ ვნახოთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები ამაზეც მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები , რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის არის კარგი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მივესალმები ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციას შორის და ეს ფორმატიც, სადაც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია , ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან წარმოდგენილი , ვფიქრობ, რომ არის ოპტიმალური ფორმატი",-განაცხადა თალაკვაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×