სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

      დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ.

    როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტართა გარკვეული ჯგუფი კატეგორიულია.

    „მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან",- განაცხადა კალაძემ.

    კალაძის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდეს.

    „აზრთა სხვადასხვაობა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვინც მომხრეა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის და არის ადამიანების დიდი ჯგუფი, ვინც მომხრეა, რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორცილებულია კონსტიტუციაში, შენარჩუნებული იყოს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ცვლილება განხორციელდეს",- განაცხადა კალაძემ.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×