სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

      რუსთავში, მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ,,ოპელისა" და ,,მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 24 წლის გოგო და 56 წლის მამაკაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დაშავებულები კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს.

    როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულ მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს. 24 წლის გოგონა კი სხვადასხვა დაზიანებებით, ნეირო-ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×