სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    როგორც ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, გამვლელი ადამიანები და ახლოს მდებარე მაღაზიის გამყიდველი.

    "ბენზინს ასხამდნენ და აფეთქდა... მერამდენედ ხდება, წინაზე აფეთქდა და თვითონ მეპატრონე დაიწვა. ახლა მაღაზიის გამყიდველია დაშავებული, ბავშვები არიან დაშავებული, გამვლელი ხალხი და ჩვენ კიდევ ეზოში ვზივართ ბომბზე," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან"  აფეთქების შედეგად  ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება  მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში გავრცელდა.

    მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (08.12.2019)
    როგორ შეიზლება ბენზოგასამრტი სადგურები ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ არის ტანც ერტი კი არა რამოდენიმე ტანც უშულოდ საზოგადოებრივ ადგილებთან და საცხოვრებლ სახლებთან


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×