სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შუადღისას დააკავეს.

    ცნობისთვის, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. აღნიშნულის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

    დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×