რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელი დირბში ცენგირაშვილების ოჯახის უმცროსმა წევრმა, სამტრედიიდან სტუმრად ჩასული სიძე მოკლა.

ვალერი ჭიქაშუა, საკუთარმა ცოლის ძმამ სასიკვდილოდ ცივი იარაღით დაჭრა. მომხდარის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.

არსებული ცნობით, გარდაცვლილს საკუთარ ცოლთან უთანხმოება ჰქონდა. ოჯახი შვიდი თვის წინ დაინგრა. ქარელის რაიონში 22 წლის ახალგაზრდა მეუღლესთან შესარიგებლად ჩავიდა, რაც მძიმე შედეგით დასრულდა.

დანაშაულის შემდეგ, 24 წლის ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

სოფელში ყველას უჭირს იმ მიზეზებზე საუბარი, რამაც 24 წლის ახალგაზრდას მძიმე დანაშაული ჩაადენინა. ადგილობრივები, მოკლულს და სავარაუდო დამნაშავეს კარგად ახასიათებენ.

„კარგი ოჯახის შევილები იყვნენ და არ ვიცი რა მოხდა. ეს პირველი შემთხვევ იყო, მათ შორის ჩხუბი არ ყოფილა. არაფერი არ ვიცი იმის გარდა, რომ მოყვარემ სიძე მოკლა", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

„წყარი ოჯახია, მათგან ხმამაღალი საუბარიც კი არ გამიგია. ძვირფასი ბავშვი იყო ვინც მოკლეს და სიძეზეც ამბობენ, რომ კარგი ბიჭია. რა მოხდა მაგათ შორის არ ვიცი. პოლიციის და სასწრაფოს მოსვლის შემდეგ გავიგეთ ეს ამბავი", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივ პოლიციაში უკვე გამოიკითხა გარდაცვლილის მეუღლე და სავარაუდო დამნაშავის დაც.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×